ბიტკოინი 10,000 დოლარიან ნიშნულს ჩამოცდა, სხვა კრიპტოვალუტებიც მსგავს ტენდენციას იმეორებენ, რატომ?

Home » ბიტკოინი » ბიტკოინი 10,000 დოლარიან ნიშნულს ჩამოცდა, სხვა კრიპტოვალუტებიც მსგავს ტენდენციას იმეორებენ, რატომ?
15/08/2019
ბიტკოინი 10,000 დოლარიან ნიშნულს ჩამოცდა, სხვა კრიპტოვალუტებიც მსგავს ტენდენციას იმეორებენ, რატომ?

ბიტკოინის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 6%-ით შემცირდა. ივნისის თვიდან მოყოლებული ბიტკოინის ფასი 10,000 დოლარიანი ნიშნულის ფარგლებში მერყეობს. ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების არასტაბილურობას უკავშირებენ Facebook-ის პროექტ ლიბრას, რომლის თანახმადაც ბიტკოინს ახალი კონკურენტი გამოუჩნდება, სოციალური ქსელების გიგანტი 2020 წლისათვის საკუთარი კრიპტოვალუტის ჩაშვებას გეგმავს, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო რეგულატორების მხრიდან.

ბიტკოინის გარდა, სხვა კრიპტოვალუტების ფასებიც საგრძნობლად შემცირდა ბიტკოინ ქეში, რიპლი, ლაითკოინი, ეთერიუმი ფასის 10%-იან ვარდნას განიცდიან.

„ბიტკოინი კვლავ ეძებს მხარდაჭერას და უჭირს მისი პოვნა“ – განაცხადა Mati Greenspan-მა, საბროკერო კომპანია eToro-ს უფროსმა ანალიტიკოსმა.

„მოცულობა (ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების) უბრუნდება ნორმას მთლიან ბაზარზე, მაგრამ ფასი თანდათან მცირდება. ბევრი ანალიტიკოსი ცდილობს დაუკავშიროს კრიპტობაზარზე მიმდინარე ტენდენციები გეოპოლიტიკურ მოვლენებს, თუმცა რთულია, იმის თქმა თუ რამდენად კავშირშია ეს ყველაფერი ერთმანეთთან.“

ვეტერანმა ინვესტორმა და Euro Pacific Capital Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Peter Schiff-მა ტვიტერზე განაცხადა, რომ ეს არის ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების საბოლოო ვარდნა, რადგან ძალიან ბევრი მყიდველი გადის ბაზრიდან.

„მას შემდეგ რაც სავაჭრო დაძაბულობა ჩინეთთან მიმართებაში შემსუბუქდა, და იუანიც გამოცოცხლდა, მათ, ვინც ბიტკოინი სპეკულაციის მიზნით შეიძინეს,  თამაშიდან წაგებულები გავიდნენ“.

წყარო: https://myc.ge/2HacUb5

© 2020 MyCoins.ge all rights reserved